10 დეკემბერი 2019,   03:58
ვრცლად
"კურიერის" ინფორმაციით, ბესელია შუშის სასახლეში ივანიშვილს შეხვდა 

საგანგებო აუდიენცია ბიძინა ივანიშვილთან - "კურიერის" ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ ეკა ბესელია პარტიის თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს შეხვდა. მოლაპარაკება, პოლიტსაბჭოს დღევანდელი სხდომის და საგანგებო განცხადების შემდეგ დაიგეგმა, რომელმაც პოლიტიკური ტემპერატურა მმართველ გუნდში დღეს კიდევ უფრო აწია. 

ეკა ბესელია შეხვედრაზე მარტო იმყოფებოდა. მან სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილთან ისაუბრა იმ პროცესებზე, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის ირგვლივ მიმდინარეობს. შეხვედრის დასრულების შემდეგ ეკა ბესელიას განცხადება მედიასთან არ გაიკეთებია. 

შეგახსენებთ, რომ პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ, უმრავლესობის სახელით განცხადება ირაკლი კობახიძემ გააკეთა და აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ბესელიას ინიციატივას მოსამართლეთა უვადოდ დანიშვნის შესახებ მხარს არ დაუჭერდა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას უპასუხა თავად ბესელიამ, რომელმაც კობახიძის მიერ დასახელებული არგუმენტები გააკრიტიკა და ის არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში დაადანაშაულა. 

დღის ამბები