21 ოქტომბერი 2019,   23:05
ვრცლად
სალომე ზურაბიშვილი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. საქართველოს პრეზიდენტი გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტ ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ბელვიუს სასახლეში შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა გერმანიის ფედერალურ პრეზიდენტთან საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხი განიხილა.

მხარეებმა საქართველო-გერმანიის ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროპულ მისწრაფებაზე ისაუბრეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები