25 მარტი 2019,   18:59
ვრცლად
ბრიტანეთის პარლამენტმა ქვეყნის ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლის საკითხს კენჭი დღეს უნდა უყაროს

ბრიტანეთის პარლამენტმა  ქვეყნის ევროკავშირიდან გარიგების გარეშე გასვლის საკითხს კენჭი დღეს უნდა უყაროს. უკვე ცნობილია, რომ ტერეზა მეი ხმის მიცემას ამ ინიციატივის წინააღმდეგ აპირებს. ამის შესახებ პრემიერმა თემთა პალატაში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი დღევანდელ დოკუმენტსაც ვერ მიიღებს, ხვალ კენჭს უკვე "ბრექსიტის" პროცესის გადადების საკითხს უყრიან.

"ბრექსიტის" პროცესის დასრულებამდე 16 დღით ადრე ქვეყნის პარლამენტმა გარიგების დამტკიცებაზე კვლავ უარი განაცხადა.თემთა პალატის ამ გადაწყვეტილებით უკმაყოფილო დარჩა ტერეზა მეიც და ევროკავშირიც. ბრიუსელში აცხადებენ, რომ შეთანხმების გარეშე ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლის რისკი თანდათან იზრდება.

დღის ამბები