25 მარტი 2019,   18:59
ვრცლად
ზურაბიშვილი ფაშინიანის შეხვედრა - ქართულმა მხარემ სომხეთში არსებულ კულტურული ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა

საქართველოს პრეზიდენტი სომხეთში გაემგზავრა. მეზობელ სახელმწიფოებს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაზე სალომე ზურაბიშვილმა და ნიკოლ ფაშინიანმა პირისპირ შეხვედრაზე ისაუბრეს.

მოლაპარაკებების დროს საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე გაამახვილა ყურადღება ზურაბიშვილმა.

შეხვედრის დროს კულტურის სფეროში თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, ოფიციალური ინფორმაციით, ქართულმა მხარემ, სომხეთში არსებულ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სარეაბილიტაციო სამუშაოებში ქართველი სპეციალისტების ჩართვა მოითხოვა.

დღის ამბები