22 აგვისტო 2019,   14:19
ვრცლად
ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია, წამება ციხეებში და მკვლელობა - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე 

ამერიკის მთავრობის კრიტიკული ანგარიში - სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობადაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

ანგარიშში საუბარია იმ დარღვევებზეც რომელიც საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურებში დაფიქსირდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ადგილი ჰქონდა ამომრჩევლების დაშინებას. ანგარიშში მოხვდა არჩევნების პროცესში დაფიქსირებული ძალადობის ფაქტებიც. მათ შორისაა ახალქალაქის ინციდენტიც.

„ეუთოს დამკვირვებლებმა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური კონკურენტულად და პროფესიონალურ დონზე ორგანიზებულად შეაფასეს. თუმცა შეშფოთება გამოთქვეს არათანაბარი გარემოს, ამომრჩევლის დაშინების და შურისძიების შიშის არსებობის გამო. დამკვირვებლებმა გაიმეორეს თავიანთი შეშფოთება მეორე ტურის შემდეგაც. მათი შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ კანდიდატებს თავისუფალ გარემოში შეეძლოთ კამპანიის ჩატარება, ერთი მხარე სარგებლობდა გაუმართლებელი უპირატესობით და კამპანიის ნეგატიურმა ხასიათმა ორივე მხარეს ძირი გამოუთხარა პროცესს. პოლიტიკურ ძალადობაზე პასუხისმგებლობის დაკისრება პრობლემად რჩება. მათ შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ოპოზიციის წარმომადგენლებზე მომხდარი თავდასხმების ჩათვლით. ერთ-ერთი ინციდენტის დროს, ახალქალაქში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტებს სცემეს, მიყენებული დაზიანებები საკმარისად სერიოზული იყო და რამდენიმე დღიან ჰოსპიტალიზაციას საჭიროებდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ "ქართული ოცნების" 5 აქტივისტს ბრალი წაუყენა. პროკურატურამ გამოძიება დაიწყო ივნისში მარნეულის მერის მიერ მოქალაქეზე თავდასხმის გამო, რომელსაც აიძულა ბოდიში მოეხადა და საკუთარი შარდი წაესვა სახეზე,”-ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში. 

დღის ამბები