24 აგვისტო 2019,   12:10
ვრცლად
კლანური მმართველობა და მურუსიძის სასამართლო - აშშ-ს მთავრობის კრიტიკულ ანგარიშში სასამართლო სისტემაში არსებული ხარვეზები მოხვდა

სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები და მურუსიძის კლანი - ეს ის საკითხებია, რომელიც ამერიკის მთავრობის კრიტიკულ ანგარიშში მოხვდა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებას არასამთავრობო ორგანიზაციების და ოპოზიციის განცხადებები იწვევს, რომლებიც სასამართლოში არსებული კლანური მმართველობაზე საუბრობენ.

ანგარიშში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა საქართველოს 47 გვერდი ეთმობა. საუბარია მათ შორის უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნ იმ 10 კაციან სიაზე, რომელიც მმართველ გუნდში დაპირისპირების საგანი გახდა. 

„კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის ასევე საერთაშორისო გამჭვირვალობა და სხვებიც განაგრძობდნენ შეშფოთების გამოხატვას სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობის გამო. წლის განმავლობაში მათ გამოყვეს პრობლემები, მათ შორის მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის გაძლიერების თაობაზე, რომელიც შედგება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებით, სასამართლოს თავმჯდომარეებით, რომლებიც სავარაუდოდ ახშობდნენ კრიტიკულ მოსაზრებებს სასამართლო სისტემაში და წინააღმდეგობას უწევდნენ სასამართლოს დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენ მიმართულ ინიციატივებს. საბჭომ უვადო მოსამართლედ დანიშნა ლევან მურუსიძე, რომელსაც კორუფციაში ადანაშაულებენ. ამან გამოიწვია კრიტიკა. რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ დაადანაშაულა ქართული ოცნება სასამართლოს რეფორმირების ნების არ ქონაში.

"24 სექტემბერს იუსტიციის უმაღლესმა უზენაესი სასამართლოს 10 სადაო კანდიდატი დაასახელა. სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციამ და მმართველი პარტიის ზოგიერთმა წევრმა დაადანაშაულა კანდიდატები, რომლებიც სავარაუდოდ სამოქალაქო სექტორის მიერ კლანად წოდებულ მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფთან მჭიდროდ ასოცირებულები ან მისი წევრები არიან. ისინი გამოდიან კრიტიკით რომ დასახელების პროცედურა გამჭვირვალე არ იყო და არც შერჩევის კრიტერიუმი არ იყო მკაფიო. არასამთავრობო ორგანიზაციებმა მაღალი დონის კორუფციის ხელშემწყობ ფაქტორებად დაასახელეს ძალაუფლების გადანაწილება და მათზე კონტროლის სუსტი მექანიზმი და ძალოვანი უწყებების დამოუკიდებლობის არარსებობა. მიუხედავად იმისა, რომ წვრილმანი მექრთამეობა ძალიან იშვიათია. საერთშორისო გამჭვირვალობა კორუფციას ქვეყნის სერიოზულ პრობლემად ასახელებს,“- ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების , რომელიც ანგარიშში მოხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები