24 აგვისტო 2019,   12:08
ვრცლად
წამება და არაადამიანური მოპყრობა, ძალოვანი უწყებების წარმომადგენლების მხრიდან - აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის უმწვავესი ანგარიში საქართველოზე 

სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობა საქართველოსთვის ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად რჩება. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკულ ანგარიშში წერია, რომ მთავრობის ოფიციალური პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა წამებისა და დამამცირებელი მოპყრობის შემთხვევებს რაც შემაშფოთებელია.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშებში საუბარია პოლიციელების მხრიდან მომხდარ ძალადობის ფაქტებზე.

"მიუხედავად იმისა, რომ კონსტიტუცია და კანონი კრძალავს ამგვარ პრაქტიკას, ვრცელდებოდა ცნობები, რომ მას მთვარობის ოფიციალური პირები მიმართავდნენ. 2017 წლის მაისში, პარლამენტისთვის წარდგენილ ანგარიშში, სახალხო დამცველის ოფისი აღნიშნავს, რომ ეფექტური ბრძოლა წამების, სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ფორმებთან ქვეყნის ერთ- ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ცნობით, მან სასტიკ, არაადამიანურ და დამამცირებელი მოპყრობის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მომხდარ შემთხვევებზე 6 საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. მათ ასევე 10 საჩივარი შეიტანეს მსგავს შემთხვევებზე, რომლებიც ძალოვანი უწყებების წარმომადგენელთა მიერ იყო ჩადენილი,"-ნათქვამია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მსოფლიოს ადამიანების უფლებების შესახებ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში 47 გვერდი საქართველოს ეთმობა. სანიმუშოდ ცუდი არჩევნები, ზეწოლა მედიაზე, ნდობა-დაკარგული სასამართლო, კორუფცია ხელისუფლებაში, წამება ციხეებში და მკვლელობა ეს არასრული ჩამონათვალია იმ მძიმე შეფასებების, რომელიც ანგარიშში მოხვდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები