25 მარტი 2019,   19:01
ვრცლად
სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა, გიგაური, სალაძე ავრცელებენ ჭორებს - სერგო მეთოფიშვილი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე ანგარიშის გამო, მოსამართლეები არასამთავრობო სექტორს დაუპირისპირდნენ. 47-გვერდიან ანგარიშში, რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებებს ეხება, სასამართლოს სისტემა მწვავედ არის გაკრიტიკებული და გახმაურებულ საქმეებზე წერია, რომ ბრალდებულებმა სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერ ისარგებლეს.

მოსამართლეები ამბობენ, რომ ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენების ქვეშ მოექცა, რამაც ვაშინგტონი აიძულა, ყალბი ფაქტები მათ ანგარიშში აესახათ.

იუსტიციის საბჭოს წევრი  სერგო მეთოფიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშებს ყალბსა და ჭორებს უწოდებს. ის ასევე ამბობს, რომ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ დირექტორზე, ეკა გიგაურზე ბევრი ჭორი და რეალობაც იცის.

სერგო მეთოფიშვილი-ის სურათის შედეგი„ეს არის ანგარიში, რომელიც ეფუძნება „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ანგარიშებს და სხვა პოლიტიზირებული NGO-ების, მე მათ პოლიტიზირებულ NGO-ებს ვეძახი. გიგაური, პრაქტიკულად, ავრცელებს ჭორებს. ეს არის ფანტაზიები მისი და მისი ჭორები. მე ბევრი ჭორი ვიცი ქალბატონ გიგაურთან დაკავშირებით, მათ შორის რეალობაც ვიცი. ასეთ ჭორებს აგროვებს გიგაური და ასეთ ჭორებს უგზავნის ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ძალიან პოლიტიზირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტს რაც მიაწოდა გიგაურმა, ის დაწერა სახელმწიფო დეპარტამენტმა. ეს არის ჭორების შეგროვება, ეს არის Fake ანგარიშები, რასაც გიგაური, სალაძე და სხვები შვებიან,“ - განაცხადა სერგო მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ქართულ არასამთავრობო ორგანიზაციებს უნდობლობას უცხადებენ. 

გიორგი მიქაუტაძე-ის სურათის შედეგი„პირდაპირ არის დასკვნაში ის წყარო მითითებული, რაზე დაყრდნობითაც აკეთებენ ანგარიშის ავტორები ამ დასკვნებს. ეს წყარო არის კოალიცია და არასამთვრობო ორგანიზაციები, რომლებიც გასაგებია, რომ სასამართლო სისტემის მიმართ ერთი და იგივე პრეტენზიებს გამოთქვამენ, ელექტრონული განაწილების სისტემაა მითითებული და მასში არსებული ხარვეზები,“ - განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ.

დღის ამბები