25 მარტი 2019,   19:01
ვრცლად
შვედეთი რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებას ითხოვს

შვედეთი რუს დიპლომატს შპიონაჟში ადანაშაულებს და ქვეყნიდან მის გაძევებას ითხოვს.

შვედეთის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს. სწორედ მას მოუწოდეს რუს დიპლომატს ქვეყანა დაატოვებინოს.

გავრცელებული ცნობით, ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი დიპლომატი დაზვერვის მონაცემებს აგროვებდა. ორი კვირის წინ ის შვედ ინჟინერს შეხვდა, რომელიც რუსეთის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის დააკავეს.

დღის ამბები