24 აგვისტო 2019,   12:16
ვრცლად
ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა მაჟორიტარული სისტემის გაუქმების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს

ქუთაისში ოპოზიციურმა პარტიებმა და დამოუკიდებელმა სუბიექტებმა საარჩევნო კოდექსში ცვლილების შეტანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს.

ოპოზიციური გაერთიანებების მთავარი მოთხოვნა საარჩევნო კოდექსის ცვლილებაა, რაც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაში მდგომარეობს.

ახალი ოპოზიციური გაერთიანების განცხადებით, ისინი კარდაკარ სიარულს და მოსახლეობის ინფორმირებას გეგმავენ. პარტიები მილიონი ხელმოწერის შეგროვებას და შემდგომ ხელმოწერების პარლამენტში გაგზავნას აანონსებენ.

„დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით რამე თუ მიეცეს ქართველ ხალხს და ზოგადად საზოგადოებას იმის საშუალება, რომ დემოკრატიული წესით შეძლოს ხელისუფლებების ცვლილება,“ - აცხადებს "ეროვნულ-დემოკრატიული" პარტიის წევრი, მიხეილ ჟორჟოლიანი.

გაერთიანების წარმომადგენლებმა თავიანთი მოთხოვნების შესახებ ცენტრალური ბაზრის მოვაჭრეებს ინფორმაცია მიაწოდეს.

„თითოეულ მოსახლემდე მივალთ, ყველაფერს ავუხსნით თუ რაში მდგომარეობს რა მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის პროპორციულ არჩევნებს და რა თქმა უნდა ამის ქვეტექსტი კიდევ ის არის, მეორე ინიციატივა, რომ როცა ხელისუფლება შეიცვლება აუცილებლად საპარლამენტო ქალაქად განისაზღვრება ისევ ქუთაისი,“ - განაცხადა პარტია "კანონი და სამართლის” წევრმა, ტარიელ მარგველაშვილმა.

დღის ამბები