22 ნოემბერი 2019,   01:01
ვრცლად
როდესაც მინისტრი განცხადებას აკეთებს, რომ დეპარტამენტის ანგარიში NGO-ების აზრების კომპილაციაა, უხერხულია - ხოშტარია ზალკალიანს მიმართავს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებასთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მწვავე კრიტიკა დაიმსახურა.

პარლამენტის ფრაქცია „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ დავით ზალკალიანი დღეს გაკეთებული შეფასების გამო გააკრიტიკა, რომელმაც აღნიშნა, რომ „სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში არასამთვრობოებისა და პარტიებიდან მიღებული შეფასებების კომპილაციაა“.

„როდესაც მინისტრი ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ ეს რაღაც NGO-ების აზრების კომპილაცია არის, უბრალოდ, უხერხულია, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში, მათ შორის, იმ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს ჩვენს ამერიკელ ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორებთან,“ - განაცხადა ხოშტარიამ.

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ფრაქცია „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“ წევრი, სერგი კაპანაძე დაინტერესდა, რატომ არ მიმდინარეობს დევნილების დაბრუნებასთან დაკავშირებით დიალოგი რუსეთთან. სერგი კაპანაძემ ჰკითხა მინისტრს, ვინ აიღებს პასუხისმგებლობას იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი არსებულ პაუზას თავის სასარგებლოდ გამოიყენებს. დეპუტატის თქმით, მოლაპარაკებები დევნილთა დაბრუნებაზე უკვე 5 წელია შეწყვეტილია. 

საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, აღნიშნული საკითხი ჟენევის მოლაპარაკების კონტექსტში განიხილებოდა და პროცესი არ გაჩერებულა. 

დღის ამბები