17 ივლისი 2019,   19:40
ვრცლად
"ისევ ის 11 მოსამართლე წარადგენს კანდიდატებს და საპარლმანეტო უმრავლესობა დაამტკიცებს მურუსიძეს და ჩინჩალაძეს" - თინა ბოკუჩავა

საპარლამენტო ოპოზიციის წევრი, თინა ბოკუჩავა, აცხადებს, რომ მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული კანონპროექტი, რომელიც უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა შერჩევის კრიტერიუმებს ეხება, ფორმალური ხასიათისაა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობა მაინც იმ მოსამართლეებს დაამტკიცებს, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წარადგენენ.

„ეს ყველაფერი იქნება ფორმალობა იმიტომ, რომ არ იცვლება მთავარი, გადაწყვტილების მიღების წესი და ისევ იმ 11 მოსამართლეს შეეძლება ზუსტად ის კანდიდატები, ან ერთი ორის გამოკლებით, წარუდგინოს პარლამენტს და დაამტკიცოს ადამიანები, როგორიც არის მურუსიძე, ჩინჩალაძე,“ - აცხადებს თინა ბოკუჩავა.

ბოკუჩავა ამბობს, რომ საპარლამენტო უმრავლესობის წევრები ყველა საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებს აინგორებენ და ამბობენ, რომ მათ უნდა ენდობოდნენ.

ბოკუჩავას განცხადებით, აუცილებელია, სასმართლოში რეალური რეფორმები გატარდეს. 

„ზოგადად სასამართლოს გაჯანსაღება არის ჩვენი პოლიტიკური გუნდის ვალი, დაუსრულებელი საქმე, რომელიც ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა ვერ მიიყვანა ბოლომდე. როდესაც ვანო ზარდიაშვილი ეკა ბესელიას ესაუბრება კორუფციაზე, რატომ არ საუბრობს იმაზე, რომ სასამართლოში დაბრუნდა კორუფცია? რატომ არ საუბრობს, რომ ელექტრონული განაწილების წესის გვერდის ავლით ჩინჩალაძე ანაწილებს საქმეებს სასამართლოში?“ - ამბობს ბოკუჩავა.

დღის ამბები