23 აპრილი 2019,   11:19
ვრცლად
ვისთან თანხმდებით, რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარეთ? - ოპოზიციამ წულუკიანი არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ შეფასებაზე გააკრიტიკა

საპრეზიდენტო არჩევნების საქართველოში და საერთაშორისო ინსტიტუტების მწვავე დასკვნა - პარლამენტში მისულ თეა წულუკიანთან ოპოზიციის წარმომადგენლებს შეკითხვები მის მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით ჰქონდათ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის გიგა ბოკერიამ თეა წულუკიანს მის მიერ საპრეზიდენტო არჩევნების დროს გაკეთებული განცხადებები შეახსენა, სადაც ის ამბობს, რომ კენჭისყრამ სამართლიან პირობებში ჩაიარა.

გიგა ბოკერია დაინტერესდა თვლის თუ არა ახლაც თეა წულუკიანი, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა სამართლიან გარემოში ჩაიარა, როდესაც საერთაშორისო ინსტიტუტების დასკვნების შეფასებები საკმაოდ მწვავეა.

Image result for გიგა ბოკერია"განცხადება გააკეთეთ ასეთი არჩევნების შემდეგ - ყველა ვთანხმდებით იმაზე, როგორც ქვეყნის შიგნით ასევე ქვეყნის გარეთ, რომ ეს არჩევნები ჩატარდა სამართლიან გარემოშიო. ცოტა ხნის შემდეგ თქვენ ბრძანეთ, რომ იმაზე თემაზე იუსტიციის მინისტრი სახელმწიფო დეპარტამენტის მწვავე შეფასებას არ ეთანხმება. ბუნებრივია რომ ოდირის დასკვნიდან ვრცელ ციტატებს არ წაგიკითხავთ ახლა, მძიმე შეფასებებია იქ. მე მიჩნდება კითხვა, ეს ვისთან თანხმდებით ყველასთან გარეთ რომ სამართლიანი არჩევნები ჩაატარეთ? ეს არ არის შეერთებული შტატების დეპარტამენტი როგორც გაირკვა, ეს არ არის ოდირი, არც NDI. ვინ არის ის ვისთანაც თანხმობა გვაქვს,“-განაცხადა  გიგა ბოკერიამ.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნასთან დაკავშირებით თეა წულუკიანთან შეკითხვები ენმ-ს წევრებსაც  ჰქონდა. სალომე სამადაშვილის განცხადებით, ანგარიშში იუსტიციის მინისტრი საკმაოდ უარყოფით კონტექსტშია მოხსენიებული.

Image result for სალომე სამადაშვილი„ძალიან წარმატებულად კი თვლით ქალბატონო თეა თავს, მაგრამ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში პერსონალურად ხართ მოხსენიებული, როგორც ადამიანი რომელმაც დაანგრია ქვეყანაში ყველანაირი ნდობა პროკურორის და საპროკურორო სისტემის მიმართ. ახლა მაინტერესებს კონსტიტუცია, რომ შეიცვალა საერთოდ განიხილავთ რომ ახალი პროცედურები იქნას გამოყენებული და ამ ქვეყანაში ერთხელ მაინც ჩვენ გვეღირსოს პროკურორი, რომელსაც საზოგადოების ნდობა ექნება და არა მხოლოდ თქვენი ქალბატონო თეა,“-განაცხადა სალომე სამადაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები