23 აპრილი 2019,   11:17
ვრცლად
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ლევან იზორიას შეხვდა

საქართველოში პირველი ოფიციალური ვიზიტით ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, პედრო სერანო იმყოფება. ევროკავშირის წარმომადგენელს საქართველოს თავდაცვის უწყებაში მინისტრი ლევან იზორია შეხვდა.

გენერალმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლებისთვის ლექცია-სემინარი ჩაატარა. პედრო სერანომ ევროკავშირში მიმდინარე ცვლილებებზე, ასევე ევროკავშირსა და საქართველოს შორის არსებული თანამშრომლობის მექანიზმებზე ისაუბრა.

ლევან იზორიამ თავდაცვის უწყებისთვის ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით მიღწეულ პროგრესზე გაამახვილა ყურადღება.

„ორი კვირის წინ ჩატარდა ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საბჭოს მე-5 რიგით შეხვედრა, სადაც ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ქალბატონმა მოგერინიმ კიდევ ერთხელ აღნიშნა ის წარმატებები, რასაც საქართველო აღწევს ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების თვალსაზრისით,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.

 

 

 

დღის ამბები