20 ივლისი 2019,   01:45
ვრცლად
"ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას" - პედრო სერანო

ოძისში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე, პედრო სერანო იმყოფებოდა. ის ბორდერიზაციის პროცესით დაინტერესდა. სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა მას ტრანზიტის და ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ მოსახლეობის გადაადგილების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

სერანოს განცხადებით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია კვლავ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას უჭერს მხარს. 

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია უკვე მრავალი წელია საქართველოშია. ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. აქ ჩამოსვლით, კიდევ ერთხელ დამტკიცდა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს ინტეგრაციას. მივიღე ინფორმაცია ტრანზიტის შესახებ, როგორ ხდება გადაადგილება ადმინისტრაციული ზოლის გასწვრივ, მონიტორებიდან, რომლებიც მუშაობენ ადგილზე. აგრეთვე, იმ აქტორების შესახებ, რომელიც ჩართულები არიან ამ პროცესში ადმინისტრაციული ზოლის ორივე მხარეს,“ - განაცხადა პედრო სერანომ.

პედრო სერანოს ვიზიტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) ხელმძღვანელმა, ერიკ ჰოგიმ.

„მოხარულები ვართ, რომ ბატონი სერანო გვესტუმრა. ბატონი სერანო არის ძალიან მაღალი თანამდებობის პირი. ევროკავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროს მანდატით. ის გაეცნო ბორდერიზაციის პირობებს, რომელიც მიმდინარეობს საქართველოს ტერიტორიაზე და აგრეთვე სხვადასხვა პროცესებს, რომლებზეც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აგებს პასუხს,“ - განაცხადა ერიკ ჰოგიმ.

დღის ამბები