23 აპრილი 2019,   11:14
ვრცლად
"ქართული ოცნების" უცვლელი მინისტრი პარლამენტში - თეა წულუკიანს ოპოზიციამ ახსნა-განმარტებები მოსთხოვა 

„ქართული ოცნების“ უცვლელი მინისტრი, რომელიც პრემიერ -მინისტრებსაც კი აშანტაჟებს - ასეთი შეფასებით შეხვდა დღეს პარლამენტში ოპოზიცია თეა წულუკიანს. იუსტიციის მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში მინისტრის საათის ფორმატში მივიდა.

პოლიტიკური ოპონენტები იუსტიციის მინისტრისგან ორ მთავარ საკითხზე მოითხოვდნენ განმარტებებს - როგორ ახერხებს ის ულტიმატუმების გზით თანამდებობის შენარჩუნებას და რატომ ვერ მიაღწია საქართველომ წარმატებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო დავებში.

თეა წულუკიანმა ბრალდებებს პრაქტიკულად არაფრით უპასუხა. იუსტიციის მინისტრმა ულტიმატუმის მიზეზებზე საუბარს თავი აარიდა. ჰააგაში მიმდინარე სასამართლო დავაზე კი განაცხადა, რომ 700-ზე მეტი მტკიცებულება აქვს. ოპოზიციამ წულუკიანს ურჩია ეს მტკიცებულებები პრეზიდენტს გააცნოს, რომელმაც გუშინ საქართველო ომის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.

თეა წულუკიანი ოპოზიციასთან ღია დაპირისპირებას არ მორიდებია. ის  დღეს დეპუტატების წინაშე ცდილობდა დაემტკიცებინა, რომ მისი 7 წლიანი საქმიანობა გაცილებით წარმატებული იყო, ვიდრე შეკითხვებს პასუხობდა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები