23 აპრილი 2019,   11:17
ვრცლად
ჩხუბი, გინება, შეურაცხმყოფელი მიმართვები პარლამენტში დასჯადი ხდება - ახალი რეგულაციები ეთიკის კოდექსში

ჩხუბი, გინება, დისკრიმინაციული გამონათქვამები და ნებისმიერი შეურაცხყოფა დეპუტატის მხრიდან დასჯადი გახდება. პარლამენტს ეთიკის ახალი კოდექსზე იწყებს მუშაობას.

ახალი რეგულაციის მიხედვით ეთიკის კოდექსში გაწერილი ნორმების დამრღვევი დეპუტატების საქმეს, ეთიკის 16 წევრიანი საბჭო შეისწავლის. 8 დეპუტატი უმრავლესობიდან, მეორე რვას ოპოზიცია და უპარტიო დეპუტატები შეავსებენ. დარღვევის დადგენის შემთხვევაში, დამრღვევი დეპუტატის არაეთიკური ქცევის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებგვერდზე გასაჯაროვდება.

ეთიკური საბჭო ერთ კვირაში დაკომპლექტდება. მიიღება ყველა საჩივარი, დეპუტატებისა და მოქალაქეების მხრიდან, ვინც ჩათვლის რომ დეპუტატმა მის მიმართ კოდექსით დადგენილი რომელიმე წესი დაარღვია.

დღის ამბები