22 აპრილი 2019,   19:34
ვრცლად
სოციალური მუშაკები გაფიცვას აანონსებენ

სოციალური მუშაკები მედიაციის წარუმატებელ პროცესს წყვეტენ და გაფიცვას აანონსებენ. ცოტა ხნის წინ, მათ საგანგებო განცხადება ჯანდაცვის სამინისტროსთან გააკეთეს და აღნიშნეს, რომ 23 მარტიდან მუშაობას შეწყვეტენ.

„მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების გამო და იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ამ დრომდე სამინისტროსა და სააგენტოს მხრიდან ვერ მივიღეთ ვერცერთი ადეკვატური და რეალისტური პირობა პრობლემის გადაწყვეტის თაობაზე, ჩვენ ვიყენებთ გაფიცვის კონსტიტუციურ უფლებას,“- განაცხადეს სოციალურმა მუშაკებმა.

სოციალური მუშაკების მოთხოვნებს ეხმაურებიან ჯანდაცვის სამინისტროში, სადაც კონკრეტულ რეფორმებს აანონსებენ. ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დეპარტამენტის უფროსის თქმით, მიმდინარეობს ინფრასტრუქტურული პროცესები და ასევე, გვარდება სოციალური მუშაკების ტრანსპორტირების საკითხებიც.

„ინფრასტრუქტურული პროცესები დაწყებულია და ზოგან უკვე რემონტი დასრულდა, ზოგან აზომვითი სამუშაოებია. ტრანსპორტის შესახებ, დაუმატეს ყველა რეგიონს ერთი მანქანა და შემდგომში კიდევ თითო მანქანა დაემატება. ასევე, ტრანსპორტის ბარათით ისარგებლებენ უფასოდ თბილისის მასშტაბით,“- განაცხადა ნინო ოდიშარიამ.

დღის ამბები