17 ივლისი 2019,   19:39
ვრცლად
სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს

სოფელ გურჯაანის პირველ საბავშვო ბაღში ქვეწარმავალი იპოვეს. მენეჯერის ინფორმაციით, ოთახში გველი ადგილზე მისულმა აღმზრდელმა ღუმელის წინ შენიშნა, რის შემდეგაც ის დარაჯმა მოკლა.

ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია, განახლება შენობის რეაბილიტაციამდე არ მოხდება. 

გურჯაანის მერის ინფორმაციით, 63 აღსაზრდელს სხვა ბაღებში გაანაწილებენ.

დაწესებულებაში აღსადგენია ინფრასტრუქტურა, რომლის მოგვარებაზეც მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური იზრუნებს.

 

დღის ამბები