23 აპრილი 2019,   11:17
ვრცლად
„ხდება გაიგივება ამ პროექტის და კონსორციუმის უშუალოდ ხაზარაძესთან" - ცქიტიშვილი TBC ბანკის საქმესა და ანაკლიის პროექტს შორის კავშირს ვერ ხედავს

TBC ბანკის საქმესა და ანაკლიის პროექტს შორის კავშირს ვერ ხედავს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი. მაია ცქიტიშვილმა “ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ელენე ხოშტარია კითხვის პასუხად განაცხადა, რომ გაუგებარია, რატომ ცდილობს ოპოზიცია ამ ორი საკითხის დაკავშირებას.

მინისტრი ამბობს, რომ პროექტში მხოლოდ 42 პროცენტითაა შესული ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელიც მამუკა ხაზარაძეა.

„ხდება გაიგივება ამ პროექტის და კონსორციუმის უშუალოდ მამუკა ხაზარაძესთან. მე მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროექტში 42%-ით არის შესული ის კომპანია, რომლის ერთ-ერთი დამფუძნებელი არის მამუკა ხაზარაძე, ხოლო მეორე დიდი წილი, თანაბარი წილი 42% -ის ოდენობით ფიქსირდება "კოლხი ჯგუფზე,“-ამბობს მინისტრი.

რაც შეეხება სამადაშვილის კითხვას, არსებობს თუ არა ალტერნატიული ინვესტორი, რომელიც მზად არის განახორციელოს ანაკლიის პორტის პროექტი, თუკი ამის სურვილი ხელისუფლებას ექნება - მინისტრი ამბობს, რომ სხვა ინვესტორზე ინფორმაცია მას არ აქვს.

„ჩემთვის ასეთი ინვესტორის თაობაზე ცნობილი არ არის. ასეთი ინვესტორის შესახებ ცნობილი არ არის არც მთავრობაში ჩვენ არავისთან ვმუშაობთ ამ საკითხთან დაკავშირებით. ვცდილობთ, რომ ვმუშაობთ ამ ინვესტორთან და მივაღწიოთ წარმატებას, თუ ეს იქნება შესაძლებელი, თუ ეს არ მოხდება იმის გათვალისწინებით, რომ ვართ დაინტერესებული ამ პროექტის შესრულებით და ყველანი ვთანხმდებით, რომ ანაკლიის პორტი უნდა აშენდეს, ჩვენ არ გვექნება სხვა გამოსავალი გარდა იმისა, რომ ვეძებოთ ალტერნატიული ინვესტორი,“-განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები