20 ივლისი 2019,   12:39
ვრცლად
ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები - პოლონეთ-საქართველოს მრგვალი მაგიდა თბილისში

სასტუმრო Holiday Inn-ში ვაჭრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში პოლონეთ-საქართველოს მრგვალი მაგიდა გაიმართა.

შეხვედრას ვიზიტად მყოფ პოლონელ ბიზნესმენებთან ერთად ადგილობრივი ბიზნესსექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

ქართული და პოლონური ბიზნესის წარმომადგენლებს გამოცდილების გაზიარებისა და ინფორმაციის გაცვლის საშუალება მიეცათ.

„ამ ვარ კმაყოფილი იმ დონით, რა დონითაც დღეს პოლონური ბიზნესია წარმოდგენილი ქართულ საინვესტიციო გარემოში. ვიმედოვნებ, რომ სამომავლოდ ეს ჩართულობა გაიზრდება,“- განაცხადა პოლონეთის ელჩმა საქართველოში, მაროუშ მაშკევიჩმა.

დღის ამბები