20 ივლისი 2019,   12:38
ვრცლად
ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსიტის გადადების მოთხოვნით პირადად მიმართავს

ტერეზა მეი ევროკავშირს ბრექსიტის სამი თვით გადადების მოთხოვნით პირადად მიმართავს. ბრიუსელში მიმდინარე ევროკავშირის ლიდერთა სამიტზე მთავარი განსახილველი თემა სწორედ ბრექსიტია.

ბრიუსელში აცხადებენ, რომ ტერეზა მეის მოთხოვნას იმ პირობით დათანხმდებიან, თუ პარლამენტი არსებულ გარიგებას დაამტკიცებს.

სამიტის პარალელურად, ბრიუსელში მეორე რეფერენდუმის ჩატარების მოთხოვნით აქცია იმართება. ბრექსიტის გაუქმების მომხრეებმა კი პეტიცია შეადგინეს, რომელსაც უკვე 900 ათასზე მეტმა ადამიანმა მხარი დაუჭირა.

დღის ამბები