20 ივლისი 2019,   01:45
ვრცლად
შუალედური არჩევნები - “ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების” ბლოკი პირველ გამოცდას 19 მაისს ჩააბარებს

“ევროპული საქართველო“ და „თავისუფალი დემოკრატები” ერთიანდებიან - ორი პოლიტიკური ძალა, რომელიც წლების განმავლობაში ერთმანეთის მწვავე კრიტიკას არ ერიდებოდა, ერთ მაგიდასთან სხდებიან. ამბობენ, რომ მთავრი ღირებულების, პროდასავლურობის გარშემო გაერთიანდნენ. მიზანი კოალიციური ხელისუფლებაა. ფიქრობენ, რომ საქართველოში ერთპარტიული მმართველობა უნდა დასრულდეს. 

„ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ საარჩევნო ბლოკის პირველი გამოცდა 19 მაისს, შუალედური არჩევნები იქნება. მთაწმინდაზე, გაერთიანება შალვა შავგულიძის კანდიდატურას დააყენებს. 

„თავისუფალ დემოკრატები“ და „ევროპული საქართველო“ ერთჯერად გაერთიანებას არ გეგმავენ.  შუალედური არჩევნების შემდეგ, ისინი კონსულტაციებს სხვა პროდასავლურ ძალებთანაც გამართავენ.

19 მაისის შუალედურ არჩევნებში ოპოზიცია ახალი სტრატეგიით მიიღებს მონაწილეობას. ისინი ოლქებს გადაინაწილებენ და ერთმანეთს კონკურენციას არ გაუწევენ. მთაწმინდაზე კანდიდატი არ ეყოლება გაერთიანებულ ოპოზიცია. ისინი მხარს შალვა შავგულიძეს დაუჭერენ. ზუგდიდის მერის არჩევნებში კი არ მიიღებს მონაწილეობას „ევროპული საქართველოს“ და „თავისუფალი დემოკრატების“ გაერთიანება.

მთაწმინდაზე საკუთარი კანდიდატის წარდგენას მალე გეგმავს „ქართული ოცნება“. იქნება თუ არა ეს ლადო კახაძე, მამუკა მდინარაძეს დღეს არ აკონკრეტებს. რაც შეეხება „ევროპული საქართველოსა“ და „თავისუფალი დემოკრატების“ ალიანსს, ახალი ერთობა მისთვის მოულოდნელი და გაუგებარია.

ამავე თემაზე
დღის ამბები