17 ივლისი 2019,   19:39
ვრცლად
მოგვცენ უფლება, რომ "გირჩის" მხარდამჭერები მათთან გადაეწერონ მასიურად - ჰერმან საბო მთაწმინდელ ამომრჩეველს მიმართავს

შუალედური საპარლამენტო არჩევნები - პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" კანდიდატი ჰერმან საბო მთაწმინდის ოლქში გამარჯვებაში დარწმუნებულია. 

მაჟორიტარობის კანდიდატი ამბობს, რომ ის უკონკურენტოა. მან დღეს მედიასთან საკუთარი საარჩევნო კამპანიის გეგმებზე ისაუბრა.

ჰერმან საბო ამომრჩევლის მობილიზებას იწყებს და „გირჩის“ მთაწმინდელ ამომრჩეველს მიმართავს.

საბო მთაწმინდელ ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მათ სახლებში არამთაწმინდელი ამომრჩევლის ჩაწერის საშუალება მისცენ.

„გვინდა, რომ ჩვენს მხარდამჭერებს ორი რამ მოვუწოდოთ. ერთი, მთაწმინდელ მხარდამჭერებს გვინდა, რომ მოვუწოდოთ, გამოგვეხმაურონ და თავიანთ სახლებში მოგვცენ უფლება, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბიდან "გირჩის" მხარდამჭერები მათთან გადაეწერონ მასიურად და მეორე, არამთაწმინდელ მხარდამჭერებს მოვუწოდებთ, რომ ისინიც გირჩის ფეიჯზე გამოგვეხმაურონ და მოვახდენთ კოორდინაციას, რომ ისინიც ამ ხალხთან გადაეწერონ მასიურად სახლებში,“ - ამბობს ჰერმან საბო. 

დღის ამბები