15 დეკემბერი 2019,   19:55
ვრცლად
რუსეთის სავარაუდო ხელშეწყობით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი - Fox News ჰილარი კლინტონის წერილებს აქვეყნებს

რუსული პოლიტიკური პლატფორმით და რუსეთის სავარაუდო ხელშეწყობით ხელისუფლებაში მოსული ოლიგარქი - ასე აფასებს Fox News 2012 წელს საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს. გავლენიანი ამერიკული ტელევიზიის ონლაინ გამოცემამ ჰილარი კლინტონის პირადი წერილები მოიპოვა. Fox News-ის სტატიის ერთ-ერთი მთავარი გმირი ბიძინა ივანიშვილია. 756-გვერდიანი მიმოწერის ნაწილი საქართველოს და ბიძინა ივანიშვილს ეხება.

წერილების ანალიზზე დაყრდნობით Fox News წერს, რომ ივანიშვილი 2012 წლის შემოდგომაზე პრემიერ-მინისტრი პრორუსული პლატფორმით და რუსეთის სავარუდო ჩარევით გახდა. Fox News-სთვის ვლადიმერ პუტინის და ბიძინა ივანიშვილის მჭიდრო კავშირებს კიდევ ერთი გარემოება ადასტურებს. 2012 წლის გადამწყვეტი საარჩევნო კამპანიის დროს მას არც ერთხელ გაუკრიტიკებია რუსეთის პრეზიდენტი.

პრესაში ჰილარის კლინტონის პირადმა წერილებმა პირველად არ გამოჟონა. გოკერმა, გამოაქვეყნა ამერიკის სახელმწიფო მდივნის და მისი თანაშემწის კიდევ რამდენიმე მიმოწერა, საიდანაც ირკვევა, რომ ბიძინა ივანიშვილის ლობისტები ამერიკის მთავრობას სააკაშვილის მაშინდელ ხელისუფლებაზე არასწორ წარმოდგენას უქმნიდნენ და აშინებდნენ, რომ სააკაშვილი რუსეთთან ახალი ომისთვის ემზადებოდა.

წერილს, რომელიც ჰილარი კლინტონს მისმა თანაშემწემ გაუგზავნა, თან ერთვის კლინტონისთვის განკუთვნილი ბიძინა ივანიშვილის პირადი წერილი. „ქართული ოცნების“ ლიდერი ამერიკის სახელმწიფო მდივანს პირდება, რომ რუსეთთან ურთიერთობების დალაგებაში დაეხმარება.

ამერიკულმა მედიამ ჰილარი კლინტონის ათასობით წერილიდან მხოლოდ ნაწილი მოიპოვა, რაც იმალება, ჯერ კიდევ დამალულ წერილებში ეს უცნობია. 

ოპოზიცია გასაჯაროებულ წერილებს ეხმაურება. ხელისუფლების ოპონენტები საგანგაშო სიგნალს ხედავენ და ამბობენ, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაში მოსასვლელად საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღდეგ მიდიოდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები