23 აპრილი 2019,   11:15
ვრცლად
შსს-მ ქუთაისში ნარკოტიკების გასაღებისთვის 1 პირი დააკავა

შსს-ს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის დააკავეს.

ამის შესახებ ინფორმაციას შსს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ "გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა განახორციელეს".

პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული "ბუპრენორფინის" შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე მიმდინარეობს მიმდინარეობს.

დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დღის ამბები