17 ივლისი 2019,   19:38
ვრცლად
წუხელ ბათუმში გაჩენილი ხანძრის შედეგად 76 წლის კაცი დაშავდა

წუხელ ბათუმში, ლერმონტოვის 80 ნომერში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. 

ხანძრის შედეგად ერთი ადამიანი მსუბუქად დაშავდა, საცხოვრებელი სახლი კი მთლიანად განადგურებულია.

დაშავებული 76 წლის კაცია, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამ დრომდე რჩება.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში აცხადებენ, რომ ერთი მსუბუქად დაშავებული მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს, სახლში მყოფ მეორე პირს კი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია.

თვითმხილველების ინფორმაციით, გაქირავებულ სახლში ხანძრის გაჩენამდე ორი ადამიანი იმყოფებოდა, თუმცა, გარეთ გამოსვლა მოასწრეს.

მათივე თქმით, ხანძარი, სავარაუდოდ, სანთლისგან გაჩნდა, რადგან ბინაში ელექტროენერგია მდგმურებს არ ჰქონდათ.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით,  დამწვარია 70 კვ/მ ფართობი.  ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.

 

დღის ამბები