17 ივლისი 2019,   19:39
ვრცლად
ყაზახეთის დედაქალაქ ასტანას "ნურსულთანი" დაარქვეს

„ყაზახეთის რესპუბლიკის დედაქალაქს ასტანას დაერქვას სახელი ნურსულთანი“ - ამ შინაარსის განკარგლებას ხელი ყაზახეთის პრეზიდენტმა, კასიმ-ჟომარტ ტოკაევმა, მოაწერა. 

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ განკარგულება ძალაში გამოქვეყნებისთანავე შევა.

20 მარტს ყაზახეთის ახალი პრეზიდენტი ინიციატივით გამოვიდა, რომ ქვეყნის დედაქალაქ ასტანას სახელი გადარქმეოდა და ნაზარბაევის პატივსაცემად ნურსულთანი დაერქმიათ. 

აღნიშნულ ინიციატივას მხარი დაუჭირა ქვეყნის პარლამენტმაც.

დღის ამბები