22 აპრილი 2019,   19:36
ვრცლად
გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

„თანამშრომლობა საქართველოსთან“ - ამ სახელწოდების რეზოლუცია, რომელიც საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს ეხება, ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო.

საბჭო კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და აღიარებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევა ქვეყანაში დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებათა განმტკიცების კუთხით. 

საბჭო შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარების გამო და ხაზს უსვამს ამ რეგიონებში მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობას.

საბჭო ასევე ავალებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლეს კომისარს, წარადგინოს ანგარიშები რეზოლუციაში ასახულ საკითხებთან დაკავშირებით.

დღის ამბები