22 აპრილი 2019,   19:36
ვრცლად
ბრექსითზე ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა მომავალ კვირაში შესაძლოა, აღარ გაიმართოს

ბრექსითის გარიგებასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პარლამენტში კენჭისყრა მომავალ კვირაში შესაძლოა, აღარ გაიმართოს.

ქვეყნის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, თუ გამოჩნდება, რომ დოკუმენტს საკმარისი მხარდაჭერა არა აქვს, კენჭისყრა აღარ შედგება.

ამის შესახებ ტერეზა მეი პარლამენტარებისათვის გაგზავნილ წერილში წერს.

იმ შემთხვევააში, თუ თემთა პალატა გარიგებას მომავალ კვირაში დაამტკიცებს, ბრექსითის პროცესი 22 მაისამდე გადავადდება, წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ოფიციალურმა ლონდონმა ახალი გეგმა 12 აპრილამდე უნდა წარადგინოს.

დღეს დედაქალაქის ცენტრში ბრექსითთან დაკავშირებით მეორე რეფერენდუმის ჩატარების მომხრეთა მასშტაბური აქცია გაიმართება. 

დღის ამბები