22 აპრილი 2019,   19:38
ვრცლად
ISIS-მა სირიაში ბოლო კონტროლირებადი ტერიტორია დაკარგა

ისლამური სახელმწიფოს კიდევ ერთი მარცხი - ტერორისტებმა სირიაში ბოლო კონტროლირებადი ტერიტორია დაკარგეს.

საუბარია დასახლება ბაგუზზე, რომელიც ერაყის საზღვართან მდებარეობს.

სირიის მეაბოხე ძალები აცხადებენ, რომ ისლამურ სახელმწიფოზე საბოლოო სამხედრო გამარჯვება მოპოვეს და სირიის ტერიტორია დაჯგუფებისგან მთლიანად გაწმინდეს.

ოპერაცია ბაგუზში 1 კვირის წინ დაიწყო. ბრძოლების შედეგად ტერორისტების დიდი ნაწილი მეამბოხეებს ჩაბარდა.
 

დღის ამბები