23 აპრილი 2019,   11:17
ვრცლად
ნიკოლას მადურო ოფიციალურ ვაშინგტონსა და ხუან გუაიდოს მისი მკვლელობის გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს

ნიკოლას მადურო ოფიციალურ ვაშინგტონსა და ხუან გუაიდოს მისი მკვლელობის გეგმის შემუშავებაში ადანაშაულებს. განცხადება ვენესუელის პრეზიდენტმა მხარდამჭერების წინაშე სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

მადურომ გუაიდოს ამერიკელების ბოროტი მარიონეტი უწოდა და აღნიშნა, რომ გეგმას ის პირადად ხელმძღვანელობდა. ვენესუელის ლიდერის თქმითვე, მკვლელობის გეგმა სპეცსამსახურებმა გამოააშკარავეს და აღკვეთეს. მისი თქმით, დაკავებულია ერთი ეჭვმიტანილიც. 

დღის ამბები