23 აპრილი 2019,   11:15
ვრცლად
ენმ-მ უნდა მოიგოს იმისთვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეს, - ენმ-ს ყრილობა დასრულებულია

„ნაციონალური მოძრაობის" ყრილობა დასრულებულია. პარტიამ დღეს ელექტრონული კენჭისყრით თავჯდომარე აირჩია. გრიგოლ ვაშაძემ ყრილობის დასრულების შემდეგ იმ მიზნებზე ისაუბრა, რაც ენმ-ს აქვს.

Image result for გრიგოლ ვაშაძე„ჩვენი მიზნები არის შემდეგი, პირველი, საპრეზიდენტო კამპანიის  გაგრძელება იმ თვალსაზრისით, რომ ახალი შემოერთებული მხარდამჭერები და თქვენ გახსოვთ რა შედეგი ჰქონდა ოპოზიციას 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე და რა შედეგი ჰქონდა საპრეზიდენტო არჩევნებში. ამ ხალხის შემოერთება, მათი გეგმების, წუხილის და მოლოდინების კიდევ ერთხელ კარგად გაზიარებაა იმიტომ, რომ მოქალაქე წყვიტავს ყველაფერს. 800 ათასი ადამიანი, რომელმაც ჩვენ  ხმა მოგვცა, ეს იმისთანა ძალა არის, რომ მისი უგულვებელყოფა არ შეიძლება. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი არის ხელმოწერების შეგროვება იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ ჩამოვაყალიბოთ დემოკრატიული პარტიული სისტემა. მესამე მიზანი არის ის, რომ ერთხელ და სამუდამოდ დავამთავროთ საქართველოში დაპირისპირება, ღვარძლი ერთმანეთის ზიზღი იმიტომ,  რომ სახელმწიფოებას ვაყენებთ დარტყმის და საფრთხის ქვეშ და მეოთხე მთავარი ამოცანა, რომელიც არის ის, რომ ენმ მომძლავრებული, გამაგრებული ჩაებას საარჩევნო კამპანიაში და ეს არჩევნები მოიგოს. მანქანებისთვის და კაბინეტების გულისათვის კი არა, მოიგოს იმისათვის, რომ სახელმწიფო დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეს,“-განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის პოსტზე რჩება ნიკა მელია. მისი თქმით პარტია ემზადება გამარჯვებისთვის. ნიკა მელია აცხადებს, რომ გაერთიანებულ ოპოზიციასთან ერთად იქნება თუ სხვა პარტნიორ პოლიტიკურ პარტიებთან ერთად, უახლეს პერიოდში "ნაციონალური მოძრაობა" გამარჯვებას მოიპოვებს.

Image result for ნიკა მელია

 

„ამ პარტიამ დაადასტურა წლების განმავლობაში როგორც ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში ასევე ოპოზიციაში ყოფნის დროს, რომ უბრალოდ მას არ აქვს ალტერნატივა. ის რომ დღეს ჩვენ ვართ ოპოზიციაში ეს ჩვენი აქტივიც არის და ამას კაპიტალში ვითვლი მე პირადად. ვიცით ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ რა უნდა ვაკეთოთ უკეთესად და რა არ უნდა ვაკეთოთ,“-განაცხადა ნიკა მელიამ.

 

სამომავლო გეგმებზე საუბრობს ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აღმასრულებელი მდივანიც. კობა ნაყოფიას განცხადებით მას აქვს მენეჯმენტში გამოცდილება და ის იზრუნებს იმაზე, რომ პარტიამ განახორციელოს საზოგადოებრივი პროექტები.

Image result for კობა ნაყოფია"მეამაყება, რომ ვიყავი ვარ და ყოველთვის ვიქნები იქ სადაც ღირებულებითი თანხვედრა არის ჩემს თანამებრძოლებთან. რაც შეეხება ჩემს პოლიტიკურ გააქტიურებას, კარგი გამოცდილება მაქვს მენეჯმენტის. მე ვთვლი, რომ პარტიას სჭირდება ახალი ძალა, ბევრი ახალი ადამიანი. სჭირდება ბევრი ახალი საინტერესო საზოგადოებისთვის პროექტი. მათშორის დღეს ჩვენ უკვე დავიწყეთ ელექტრონული დემოკრატიის დანერგვა,“-განაცხადა კობა ნაყოფიამ.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები