23 აპრილი 2019,   11:14
ვრცლად
ისტორიაში ხდება ხოლმე ასეთი უსამართლობა - გიული ალასანია წუხს, რომ სააკაშვილმა ყრილობაზე დასწრება ვერ შეძლო

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გახდა. ის დღეს პარტიის ყრილობაზე ელექტრონული კენჭისყრით აირჩიეს. ღონისძიებაზე ჩაერთო მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც პარტიის თავმჯდომარის უფლება-მოვალეობები მას შემდეგ შეეზღუდა, რაც საქართველოს მოქალაქეობა ჩამოართვეს. ყრილობას პარტიის წარმომადგენლებთან ერთად, მოწვეული სტუმრებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო მესამე პრეზიდენტის დედაც. გიული ალასანიამ სინანული გამოთქვა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ვერ შეძლო პირადად დასწრებოდა ყრილობას. მისივე თქმით მოსახლეობის განწყობიდან გამომდინარე მას იმედი აქვს, რომ მდგომარეობა შეიცვლება.

„მიმაჩნია ძალიან დიდ უსამართლობად მაგრამ ისტორიაში ხდება ხოლმე ასეთი უსამართლობა და ლიდერის ხვედრი არის. ხალხის იმედი მაქვს. წინა არჩევნებმა ძალიან კარგად აჩვენა, რომ უმრავლესობა ძალიან სწორად აზროვნებს, სწორი ხედვა აქვთ და საბრძოლველადაც არის ხალხი განწყობილი. მე ყოველ შემთხვევაში ამას ვხედავ ყოველდღიურად. ხალხის რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ეს მაძლევს იმედს,“-განაცხადა გიული ალასანიამ.

ყრილობას ესწრებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ყოფილი უფროსი. დევი ჭანკოტაძის თქმით, ის ყრილობაზე მხარდაჭერის გამოსახატავად მივიდა.

Related image

 

„დიდი იმედი მაქვს რომ არჩევნების გზით ეროვნული მთავრობა მოვა ჩვენი გაერთიანებული ოპოზიციის თამადობით. ამ ხალხს ვუჭერ მარს თავიდან ბოლომდე,“-განაცხადა დევი ჭანკოტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები