20 ივლისი 2019,   12:38
ვრცლად
პატარა სივრცეში მოწყობილი ქართული კულტურა - დუბაიში გახსნილი პირველი ქართული რესტორანი "მოდი"

დუბაიში გახსნილი პირველი ქართული რესტორანი - სასტუმრო „სოფიტელის“ 31-ე სართულზე, ზღვის დონიდან 150 მეტრზე ქართული რესტორანი „მოდი“ გაიხსნა. რესტორანი გამორჩეულია ბევრი კუთხით. მათ შორის იმით, რომ ის მსოფლიოში ყველაზე მაღლა მდებარე ქართული სამზარეულოა.

რესტორანში ყველა კერძი საქართველოდან ჩატანილი, მაღალი ხარისხის პროდუქტებისგან მზადდება, რომელიც დუბაიში შესვლისთანავე, არაბეთის გაერთიანებული საემიროების სურსათის ეროვნული სააგენტოს მკაცრ კონტროლს გადის.

რესტორანში შესულ სტუმრებს ქართული ცეკვა და სიმღერა ხვდებათ. მიმტანები პროფესიონალი მოცეკვავეები არიან, სხვადასხვა ტიტულოვანი ანსაბლებიდან.

 

 

 

 

დღის ამბები