20 ივლისი 2019,   12:38
ვრცლად
არანორმალურია, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროში საჯარო მოხელე შრომითი კოდექსის დაცვას ითხოვს - პროფკავშირები სოცმუშაკების აქციას შეუერთდნენ

სოციალური მუშაკები მთელი ქვეყნის მაშტაბით კვლავაც გაფიცულები არიან. მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან საპროტესტო გამოსვლას, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და პროფკავშირებიც შეუერთდნენ.

სოცმუშაკები პრემიერთან შეხვედრას და საკუთარი მოთხოვნების დაკმაყოფილებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა, როგორც  სამუშაო პირობების გაუმჯობესება, ასევე სახელმწიფო რესურსის მიმართვა ძალადობის მსხვერპლთა უფლებების დასაცავად და სოციალური სამსახურის სრული რეფორმა.

„ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებამ პრიორიტეტების სწორად განსაზღვროს და სწორად გადაანაწილოს. მე ვფიქრობ, რომ სოცმუშაკების უფლებების დაცვა, მათი სამუშაო პირობები, მათი სამუშაო გარემო პრიორიტეტებში უნდა იჯდეს ამ საზოგადოების. იმიტომ, რომ ისინი უამრავ გაჭირვებულ ჩვენს დას და ძმას ემსახურებიან და თუ მათი უფლებები დაუცველი იქნება, ისინი დაუცველი მოქალაქეების უფლებებს ვერ დაიცავენ. არანორმალურია, როდესაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში საჯარო მოხელეს ექმნება პრობლემა შრომის კოდექსის მუხლების მოთხოვნასთან დაკავშირებით. ეს არის ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურება, ეს არის სამუშაო კონტრაქტები, ეს არის სამუშაო გარემო,“-განაცხადა პროფკავშირების თავმჯდომარემ ირაკლი პეტრიაშვილმა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები