23 აპრილი 2019,   11:18
ვრცლად
ნატოს გენერალური მდივანი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა - სტოლტენბერგი გაფართოებულ ფორმატში დეპუტატებს ხვდება

ნატოს გენერალური მდივანი საკანონმდებლო ორგანოში მივიდა. იენს სტოლტენბერგი პარლამენტს რამდენიმე წუთის წინ ეწვია. 

სტუმარს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე დახვდა. ამ წუთებში სტოლტენბერგი გაფართოებულ ფორმატში დეპუტატებს ხვდება. შეხვედრა მედიის თვის დახურულია. 

იენს სტოლტენბერგი ქვეყანას დღეს დატოვებს. ორ დღეში კი საქართველოში ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ჩამოვლენ. 50-მდე გენერალი და ადმირალი ქვეყანაში მიმდინარე მრავალეროვნულ წვრთნებს დაესწრებიან.

ამავე თემაზე
დღის ამბები