23 აპრილი 2019,   11:19
ვრცლად
რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ოცნებამ“, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში - დავით ბაქრაძე

„რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში,“ - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე დავით ბაქრაძე, „ქართული ოცნების“ მიერ შუალედური არჩევნებისთვის კანდიდატების წარდგენას.

დავით ბაქრაძე ოპოზიციური კანდიდატების უპირატესობაში დარწმუნებულია. მისი თქმით, ქვეყანაში რთული ვითარებაა, საჭიროა პრობლემების მოგვარება, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი გზით შეცვლის გარეშე ვერ მოხერხდება.

„ნებისმიერი კონკრეტული სახელის და გვარის უკან დგას რეალობა, რომელიც შექმნა „ქართულმა ოცნებამ“, გაუარესებული, გართულებული ცხოვრება და გაჭირვებაში მყოფი ადამიანები. ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ რა სახელი და გვარიც არ უნდა არჩიოს „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარ კანდიდატებად, დარწმუნებული ვარ ოპოზიციური კანდიდატების წარმატებაში, იმიტომ, რომ საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, სჭირდება უკეთესობა და ცვლილებების და უკეთესობის ერთადერთი გზა არის დღევანდელი ხელისუფლების მშვიდობიანი გზით დამარცხება და ჩამოშორება, რომელი სახელი და გვარიც არ უნდა წარმოადგენდეს ამ ხელისუფლებას კონკრეტულ არჩევნებზე,“ - განცხადა დავით ბაქრაძემ.

მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი „ევროპული საქართველოდან“ შალვა შავგულიძეა. ხოლო მმართველმა გუნდმა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატად დღეს ლადო კახაძის კანდიდატურა წარადგინა. 

ამას გარდა "ოცნებამ" დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელა, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

მერობის კანდიდატები  უკვე წარადგინა ასევე "ევროპულმა საქართველომ".

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები