20 ივლისი 2019,   12:39
ვრცლად
დარწმუნებული ვარ ძლიერ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერ სხვას - თამარ ჩუგოშვილი "ოცნების" კანდიდატებზე 

„ქართულ ოცნებას“ შუალედურ არჩევნებში გამარჯვების იმედი აქვს. საპარლამენტო უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ ყველა მათგანი კონკურენტუნარიანია და მათ გამარჯვება არ გაუჭირდებათ. ვიცე-სპიკერ თამარ ჩუგოშვილის თქმით, "ქართული ოცნება" წინა არჩევნების მსგავსად დღესაც საზოგადოების მაღალი მხარდაჭერით სარგებლობს, რაც კანდიდატთა გამარჯვების შანსებს ზრდის. 

„ყველა წინა არჩევნებში, როგორც წესი, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ძალიან მაღალი შანსები ჰქონდათ და ძალიან მაღალი მხარდაჭერა საზოგადოების მიმართ. ეს არის ჩვენი მოქალაქეების გადასაწყვეტი წარმოდგენილი კანდიდატებიდან რომელი იქნება მათთვის საუკეთესო, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ ძლიერი კანდიდატები იქნებიან და ძლიერ კონკურენციას გაუწევენ ნებისმიერ სხვას,“ - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

„ქართულმა ოცნებაში“ დღეს მერობის ის კანდიდატები დაასახელეს, რომლებიც ზუგდიდის, ხულოს, ჭიათურის, მარნეულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში დანიშნულ შუალედურ არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას.

ზუგდიდში კენჭს გიორგი შენგელია, მარნეულში - ზაურ დარგალი, ზესტაფონში გიორგი გოგლიჩიძე, ჭიათურაში გივი მოდებაძე, ხოლო ხულოში ვახტანგ ბერიძე იყრის.

კანდიდატების წარდგენამდე "ქართული ოცნების" ცენტრალურ ოფისში ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართა.

შეგახსენებთ, რომ შუალედური არჩევნები 2019 წლის 19 მაისს ჩატარდება.

 

ავტორი: ნინო გაზდელიანი

ამავე თემაზე
დღის ამბები