16 ივნისი 2019,   11:40
ვრცლად
ეს არის კომერციული საიდუმლო - კობა გვენეტაძე ივანიშვილთან შეხვედრაზე მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება

„ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი ასეთი შეხვედრების შესახებ“ - ეს განცხადება კობა გვენეტაძემ მამუკა ხაზარაძის მიერ საკომიტეტო მოსმენაზე გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით გააკეთა. "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა საკანონმდებლო ორგანოში განაცხადა, რომ მაშინ, როდესაც მას სურდა "ბანკი რესპუბლიკას" შეძენა, შეთანხმება ვერ მოახერხა იმ დრომდე, სანამ ის პირადად არ შეხვდა ბიძინა ივანიშვილს. კობა გვენეტაძე აცხადებს, რომ ეს კერძო შეხვედრებია, რომელზეც მან არაფერი იცის.

„ვერ გეტყვით, ნამდვილად არ ვიცი ასეთი შეხვედრების შესახებ და შეუძლებელია ვიცოდე მოქალაქეების, იქნებიან ეს ბიზნესმენები თუ პოლიტიკოსები შეხვედრების შესახებ ჩემთვის ამ შეხვედრის შესახებ არ ყოფილა არასდროს ცნობილი. რაც შეეხება ზოგადად ამ საქმეს, ესეც არის და ნებისმიერი მოლაპარაკებების დეტალები, რომელიც დაკავშირებული არის ეროვნული ბანკის საზედამხედველო სუბიექტებთან, ეს არის კომერციული საიდუმლო  და ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია,“-განაცხადა კობა გვენეტაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები