24 ივნისი 2019,   16:33
ვრცლად
კათოლიკე ქრისტიანები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ

კათოლიკე ქრისტიანები ბზობის დღესასწაულს აღნიშნავენ. ათასობით მორწმუნე ამ დღის აღსანიშნავად სპეციალურად ჩავიდა წმინდა მიწაზე და მასშტაბურ მსვლელობას შეუერთდა. ქრისტიანები პალმის რტოებით ხელში ზუსტად იმ გზას გადიან, რომელიც ბიბლიის თანახმად, იესო ქრისტემ იერუსალიმში მოსახვედრად გაიარა.

მორწმუნეთა ნაწილი ბზობას ვატიკანში ხვდება. ათასობით კათოლიკე ქრისტიანი წმინდა პეტრეს მოედანზე შეიკრიბნენ, სადაც სადღესასწაულო მესა რომის პაპმა აღავლინა.

რიტუალის შემდეგ პაპმა ფრანცისკემ მორწმუნეებს სიტყვით მიმართა. პონტიფიკოსმა ქადაგებისას აღნიშნა, რომ ტრიუმფალიზმი და ქედმაღლობა არის ცოდვა, რომელიც ეკლესიას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის და მორწმუნეებსაც და სასულიერო პირებსაც შემწყნარებლობის აუცილებლობაზე მიუთითა. 

 

დღის ამბები