24 აპრილი 2019,   23:10
ვრცლად
ნიცის რაგბის გუნდის ქართველი მთავარი მწვრთნელი - უკვე მესამე სეზონია, ნიცის გუნდს დავით ბოლღაშვილი ავარჯიშებს

ნიცის რაგბის გუნდის ქართველი მთავარი მწვრთნელი. უკვე მესამე სეზონია ნიცის გუნდს დავით ბოლღაშვილი ავარჯიშებს. მასთან ერთად გუნდმა უკვე ბევრ წარმატებას მიაღწია.

დავით ბოლღაშვილი ოჯახთან ერთად ნიცაში უკვე სამი წელია ცხოვრობს. რაგბი სამომავლო კარიერად ჯერ კიდევ 90-იან წლებში, თბილისში აირჩია. ქვეყნისთვის არც თუ ისე კარგ პერიოდში, რაგბიმ ქუჩის ცხოვრებას მოწყვიტა და თითქმის მთელ დროს ვარჯიშს და ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას უთმობდა. 90-იანი წლების მიწურულს სპორტული კარიერა ფრანგი მწვრთნელის დახმარებით უკვე საფრანგეთში, „ლილის“ რაგბის გუნდში განაგრძო. რამდენიმე წლიანი თამაშის შემდეგ კი უკვე მწვრთნელობა შესთავაზეს.

ავტორი: რუსკა გიორგაძე. 

დღის ამბები