16 ივნისი 2019,   11:41
ვრცლად
8 გარდაცვლილი და ათეულობით დაშავებული - სტიქიას აშშ-ში მსხვერპლი მოჰყვა

ამერიკის სამხრეთ შტატებში სტიქიის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა. ძლიერ ქარსა და ტორნადოებს მსხვერპლი ტეხასში, ლუიზიანაში, ალაბამასა და მისისიპიში მოჰყვა. დაშავებულია რამდენიმე ათეული ადამიანი.

სტიქიამ მასშტაბური ნგრევაც გამოიწვია. განსაკუთრებულად დაზარალდა ტეხასის შტატი, სადაც ტორნადომ ქალაქი ფრანკლინი სრულიად გაანადგურა.

სპეციალისტების პროგნოზით ძლიერი შტორმი  აღმოსავლეთ სანაპიროს დიდი ქალაქების მიმართულებით გადაადგილდება. ადგილობრივი ხელისუფლება დაღუპულების რაოდენობის გაზრდას არ გამორიცხავს.

დღის ამბები