23 აპრილი 2019,   11:13
ვრცლად
სასამართლო სისტემის ჩინჩალიზაცია, ტესტების სკანდალი - ხმაური და დაპირისპირება კომიტეტის სხდომაზე

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმ სადავო კანონპროექტს მეორე მოსმენით განიხილავენ, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ეხება. მსჯელობა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს.

ოპოზიციის ერთ-ერთი მთავარი შეკითხვა ჩანაწერს შეეხება, რომლის მიხედვითაც, თუკი პირს სურს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობა, მას აუცილებლად უნდა გქონდეს ჩაბარებული მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა. ხელისუფლების ოპონენტები ამ მიდგომას არ ეთანხმებიან.

ოპოზიციის მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა ტერმინი - სისტემის ჩინჩალიზაცია. ხელისუფლების ოპონენტებმა მმართველი გუნდი სასამართლო სისტემაში არსებული კლანის ლობირებაში დაადანაშაულეს.  

თინათინ ბოკუჩავა-ის სურათის შედეგი„გავიხსენოთ 90-იანი წლების საგამოცდო სისტემა. როდესაც სტუდენტებს, აბიტურიენტებს თავიანთი კომპეტენციის მიხედვით კი არ აფასებდნენ, ასე არ შეაფასებს ლევან მურუსიძე კანდიდატებს კომპეტენციის მიხედვით, როდესაც გადაწყვეტს ხელი მოაწეროს თუ არ მოაწეროს ამა თუ იმ კანდიდატის საგამოცდო ფურცელზე,“ - განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, თინათინ ბოკუჩავამ.

ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ე.წ. ტესტების სკანდალი შეახსენა, როდესაც სასამართლომ ტესტების კონფიდენციალობის დაცვა ვერ შეძლო.

ოთარ კახიძე-ის სურათის შედეგი„თქვენი ხელისუფლების დროს ტესტების პასუხებმა გაჟონა და ჯერ კიდევ არ არის დასრულებული პროკურატურაში გამოძიება. ეს ტესტები, რომელიც თქვენ აქ ჩაწერეთ, როგორც სავალდებულო, არის დისკრედიტირებული,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ოთარ კახიძემ.

ოპოზიციას ერთ-ერთი მთავრი შეკითხვა სასამართლო სისტემაში არსებულ კლანთან დაკავშირებით აქვს. ხელისუფლების ოპონენტების შეფასებით, ბიძინა ივანიშვილმა რამდენიმე დღის წინ მიცემულ ინტერვიუში დაადასტურა, რომ კლანი მოსწონს.

დაკავშირებული სურათი„რატომ უტოვებთ ექსკლუზივს კლანს, წარმოადგინოს სასამართლო სისტემაში დასანიშნი კანდიდატურები მხოლოდ მათ,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ირაკლი აბესაძემ.

 

 ოპოზიციის წევრების შეკითხვაზე, იყიდებოდა თუ არა ტესტები, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ ლევან სამუშიას მანიპულაციების გაჟღერებისგან თავის შეკავება ურჩია.

მამუკა მდინარაძე-ის სურათის შედეგი

„ტესტებით ვაჭრობა რომ მიდის, ის გამოსაძიებელია... რამდენიც დავიწყე ლაპარაკი, იმდენი შემაწყვეტინე, რაღაც არ მოგწონს, რასაც ვლაპარაკობ, როგორ არის ეს საქმე,“- მიმართა მდინარაძემ „თავისუფალი დემოკრატების“ წევრს.

 

ლევან სამუშიამ კი „ქართულ ოცნებას“ მმართველობის სტილი დაუწუნა. "თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენლის თქმით, მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენლები ყველა საქმეზე აცხადებენ, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა რეალურად შედეგი არ დგება.

დაკავშირებული სურათი

„თქვენი სტილი არის მიმდინარეობს გამოძიება. ათობით საქმეს ჩამოგითვლით, რომელზეც წლების განმავლობაში მიმდინარეობს საქმიანობა. ყოველგვარ გონივრულ საზღვრებს სცდება, რომ მიმდინარეობს გამოძიება,“ - აღნიშნა სამუშიამ. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები