27 ივნისი 2019,   01:13
ვრცლად
ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში ოპოზიციამ გაიმარჯვა. წინასწარი შედეგების თანახმად, "სოციალ-დემოკრატიულ პარტიას" ამომრჩევლის თითქმის 18 პროცენტი მიემხრო. აქედან გამომდინარე, "სოციალ-დემოკრატები" საკანონმდებლო ორგანოში 40 ადგილს დაიკავებენ.

მეორე ადგილზე გავიდა "ნაციონალისტური პარტია," რომელსაც გამარჯვებულ პარტიაზე მხოლოდ ერთით ნაკლები მანდატი ექნება. ფინეთის მმართველმა გუნდმა არჩევნებში მხოლოდ მეოთხე ადგილის დაკავება შეძლო. პრემიერ-მინისტრის ცენტრისტულმა პარტიამ ხმების 13 პროცენტი მოიპოვა, რის შედეგადაც პარლამენტში 18 მანდატი დაკარგა.

გავრცელებული ცნობით, საკანონმდებლო ორგანოს ახალ შემადგენლობაში რეკორდული იქნება ქალების რაოდენობა. ისინი დეპუტატთა კორპუსის 47 პროცენტს წარმოადგენენ.

დღის ამბები