24 აპრილი 2019,   23:12
ვრცლად
"ის, რასაც ჩვენ გვიჩვენებენ არის ლეგენდა" - ლუგარის სახელობის ლაბორატორია კვლავ კრემლის თავდასხმის სამიზნეა

რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორია თბილისში კვალავაც კრემლის თავდასხმის სამიზნეა. რუსეთის სათათბიროს წევრის, გენადი ონიშენკოს განცხადებით, ლუგარის ლაბორატორია საქართველო სამხედრო მიზნებისათვის იყენებს.

მისივე თქმით, ლაბორატორიაში საეჭვო პათოგენები მუშავდება და მოჩვენებითია ამ ლაბორატორიის შექმნის კეთილშობილური მიზნები.

"ეს ლაბორატორია შეერთებული შტატების ფულით შეიქმნა. ამ ლაბორატორიის შტატში იმყოფებიან სამხედრო მიკრობიოლოგები, რომლებიც, რა თქმა უნდა, არ ფიქრობენ და მათ ამოცანებში არ შედის, დაკავდნენ საბავშვო დაავადებებთან დაკავშირებული საკითხებით, რადგან ყველას თავისი დავალება აქვს. ეს სამხედრო ლაბორატორია აშენდა შეერთებული შტატების სამხედრო საჭიროებებისთვის. ის, რასაც ჩვენ გვიჩვენებენ არის ასე ვთქვათ ლეგენდა. ეს ლაბორატორია დღეს საფრთხეს წარმოადგენს საქართველოსთვისაც და მთლიანად კავკასიისთვისაც. ღმერთმა არ ქნას, რომ იქ რაიმე ავარია მოხდეს“ - განაცხადა გენადი ონიშენკომ.

ამავე თემაზე
დღის ამბები