27 ივნისი 2019,   01:13
ვრცლად
გაეროში იმ ქვეყნების ელჩები, რომელთაც საქართველოში საელჩოები არა აქვთ, გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს ესტუმრნენ  

გაეროში იმ ქვეყნების ელჩები, რომელთაც საქართველოში საელჩოები არა აქვთ, დღეს გორის რაიონის სოფელ ხურვალეთს სტუმრობდნენ. ელჩები საოკუპაციო ხაზთან მივიდნენ და ადგილზე გაეცნენ შექმნილ ვითარებას.

ინფორმაცია საქართველოს ოკუპაციისა და მავთულხლართებით გაყოფილ სოფლებზე მათ საგარეო საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა.

„ვიზიტის მიზანია, მათ ნახონ საქართველო, ნახონ ის დადებით მხარე, წარმატებები, რომელიც ჩვენ გვაქვს და რითიც ჩვენ შეიძლება ვითანამშრომლოთ და ასევე, ბუნებრივია, ნახონ ის დიდი პრობლემა, რომლის წინაშეც ჩვენ ვდგავართ და ბუნებრივია, ამ საუბრების დროს, ყოველთვის ცენტრალური თემა, რა თქმა უნდა, არის დეოკუპაციის თემა და ის ვითარება ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, რომელიც სამწუხაროდ, არის შექმნილ ოკუპირებულ ტერიტორიებზე,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, კახა იმნაძემ.

 

დღის ამბები