24 აპრილი 2019,   23:11
ვრცლად
ბიზნესომბუდსმენმა მედიას მისი უწყების საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა

ბიზნესომბუდსმენმა მედიას მისი უწყების საქმიანობის სტატისტიკა წარუდგინა. ირაკლი ლექვინაძემ 2019 წლის პირველ კვარტალში მომართვიანობის ანალიზის მიხედვით, ბიზნესის ინტერესების დაცვის მიმართულებით გამოკვეთილ ახალ კრიტიკულ საკითხებზე ისაუბრა.

ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, კრიტიკულ საკითხად რჩება ბიზნესსექტორზე საბანკო რეგულაციების გავლენა. მისივე თქმით, კრიტიკულ საკითხებს შორისაა თბილისის ახალი გენერალური გეგმით განსაზღვრული ზონირების ფარგლებში მიწის მესაკუთრეების უფლებების შეზღუდვის შემთხვევები.

"პირველ კვარტალში, ერთ-ერთი მთავარი თემატური საკითხი, რაც არის უკავშირდება საბანკო რეგულაციების გავლენას ბიზნესის გარკვეულ სეგმენტებზე და ეს განსაკუთრებით იგრძნობა საყოფაცხოვრებო ტექნიკის რეალიზატორ კომპანიებში და განსაკუთრებით რეგიონებში, სადაც გაყიდვებს დიდი ნაწილი მოდიოდა სწორედ იმ განვადების სისტემებზე. ამიტომ, ჩვენ ვთლით, რომ ზოგადად, ჭარბვალიანობასთან დაკავშირებული საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ შესაძლებელია ამ საკითხის შერბილება ისე, რომ კომპანიებს ჰქონდეთ უფრო მეტი აქტივობის საშუალება“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები