24 აპრილი 2019,   23:11
ვრცლად
„ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ,“- თეა წულუკიანი რუსთავის ციხის მშენებლობის და მისი ადგილმდებარეობის საკითხის გადახედვას არ აპირებს

იუსტიციის მინისტრი რუსთავის ციხის მშენებლობის და მისი ადგილმდებარეობის საკითხის გადახედვას არ აპირებს.

თეა წულუკიანის განმარტებით, ის იმ ხელისუფლების წარმომადგენელია, რომელიც ულტიმატუმების ენით არ საუბრობს, შესაბამისად, ამგვარი ენით საუბარს ვერც კონკრეტული საზოგადოებრივი ჯგუფებისგან მიიღებს.

„შევხვდი ქალაქ რუსთავის მერს. რა თქმა უნდა, კონსულტაციები გაგრძელდება, მაგრამ ეს იქნება კონსულტაციები და არა ულტიმატუმების ენა. კონსულტაცია რაიმე დოზით ჩვენს მოსახლეობას დააკლდა, რა თქმა უნდა, ეს უნდა გამოვასწოროთ, მაგრამ, რა თქმა უნდა, იმიტომ, რომ ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელიც საკუთარ ხალხს ულტიმატუმებით არ ესაუბრება, ასევე, მოცემული საზოგადოებრივი ჯგუფებისგან ულტიმატუმის ენას მე პირადად ვერ მივიღებ,“- განაცხადა წულუკიანმა.

იუსტიციის მინისტრს ადგილობრივებმა ულტიმატუმი წაუყენეს. ისინი ქალაქ რუსთავის ცენტრში ციხის მშენებლობის გეგმას აპროტესტებენ.  ქალაქ რუსთავის მოსახლეობამ გადაწყვეტილების შეცვლისთვის წულუკიანს დრო დღეს 17:00 საათამდე მისცა,  წინააღმდეგ შემთხვევაში პერმანენტული ქციებით იმუქრებიან.

დღის ამბები