24 აპრილი 2019,   23:09
ვრცლად
"ჭიათურაში არ არსებობს სფერო, რომელიც განვითარებულია" - მერობის კანდიდატი მოსახლეობას შეხვდა

მძიმე სოციალური და ეკონომიკური ფონი, მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული საკითხები, კორუფცია, ნეპოტიზმი - ამ პრობლემზე ისაუბრა მოსახლეობასთან ჭიათურის მერობის კანდიდატმა დავით ჭუმბურიძემ.

ჭიათურაში მერის შუალედურ არჩევნებში სამმა ოპოზიციურმა პარტიამ ორგანიზაცია "მომავლის ჭიათურას“ დამოუკიდებელი კანდიდატი დავით ჭუმბურიძე წარადგინა.

„ფაქტობრივად, ჭიათურაში არ არსებობს სფერო, რომელიც განვითარებულია. ყველაფერი ნულიდან არის დასაწყები,“ - აღნიშნა ჭუმბურიძემ.

მერობის კანდიდატს მხარს უჭერენ "ევროპული საქართველო", "თავისუფალი დემოკრატები" და "შენების მოძრაობა".

„დღევანდელ ხელისუფლებას 7 წლის მანძილზე ხალხის ცხოვრების გასაუმჯობესებლად არაფერი გაუკეთებია. ჭიათურას სჭირდება ცვლილებები. ამიტომ ვუჭერთ მხარს ახალგაზრდების ადგილობრივ გუნდს, რომელიც ყველაფერს გააკეთებს, რომ ცხოვრება შეცვალოს,“ - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, დავით ბაქრაძემ.

დღის ამბები